სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ონლაინ სასწავლო კურსებზე სწავლა დასრულდა

06.06.2024

„სათემო ადვოკატირების“ და „სამოქალაქო მონიტორინგის“ ონლაინ სასწავლო კურსებზე სწავლა წარმატებით დასრულდა.

აღნიშნული კურსები გათვალისწინებული იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის და მიზნად ისახავდა მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციების, თემის საჭიროებების ადვოკატირების და სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით. სათემო ადვოკატირების კურსს ნანა ბაგალიშვილი („ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელი), ხოლო სამოქალაქო მონიტორინგის კურსს - ირაკლი მელაშვილი (ადგილობრივი თვითმართველობის ექსპერტი) ხელმძღვანელობდა.

ონლაინ კურსებზე 557 აპლიკაცია შემოვიდა, ხოლო კურსებისთვის შეირჩა 40 მუნიციპალიტეტის 204 წარმომადგენელი, მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და აქტიური მოქალაქეები. სასწავლო პროცესი წარმატებით გაიარა 49 მონაწილემ.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ულოცავს მონაწილეების სწავლის წარმატებით დასრულებას. იმედი გვაქვს კურსიდან მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოიყენებენ ადგილობრივ დონეზე პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისთვის და თემის საჭიროებების ადვოკატირებისთვის.

ონლაინ კურსები შემუშავდა USAID-ს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.

სიახლეები