საინფორმაციო კამპანია „ჩაერთე მართვაში“ – თვითმმართველობებში სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების პროექტის ნაწილია.
პროექტს: „ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერება“ – ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში. ვებ–გვერდი, სამოქალაქო პლატფორმის csogeorgia.org-ის თვითმმართველობის, მოქალაქეთა მონაწილეობის ონლაინ რესურსია.
მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დემოკრატიის ხარისხის ერთ–ერთი ძირითადი მაჩვენებელია. ახალი დემოკრატიის ქვეყნებში მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესის ხელშეწყობა. რაც, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან მონაწილეობის არსისა და მნიშვნელობის გააზრებას ითხოვს, მეორე მხრივ კი, მოქალაქეთა სათანადო ცოდნითა და ინფორმაციით აღჭურვას.
სწორედ ამიტომ, „ჩაერთე მართვაში“ საზოგადოებას სთავაზობს რესურსებს, რომელიც მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
სიახლეები – თვითმმართველობებში მიმდინარე მოვლენების, მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკების შესახებ.
მონაწილეობის მექანიზმები – კანონით გათვალისწინებული მექანიზმების შესახებ ინფორმაცია – რა, როგორ და როდის შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე, მონაწილეობის არაფორმალური ინსტრუმენტები.
პუბლიკაციები – თვითმმართველობის და მონაწილეობის მექანიზმების შესახებ.
თვალი გვადევნე, რათა იყო ინფორმირებული, გადადგა ნაბიჯი – ჩაერთო თემის, სოფლის, ქალაქის თუ დასახლების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში.