თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში. ამ უფლების გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქემ ყველაზე უკეთ იცის რა აწუხებს, ან რა პრობლემებია იმ თემში, სოფელში, ქალაქში სადაც იგი ცხოვრობს.
შენ შეგიძლია შეცვალო გარემო უკეთესობისკენ!!!
ქალაქის, სოფლისა და დაბის მნიშვნელოვანი, ადგილობრივი საკითხების მოგვარებისთვის მოქალაქეები ირჩევენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერს. მუნიციპალური ორგანოები ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გამოხატულებაა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი საკითხების, მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, გადაწყვეტა.
მუნიციპალური ორგანოების არჩევის უფლების გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არსი მოიცავს მოქალაქის კიდევ ერთ უფლებას – ქალაქის, სოფლის თუ დაბის მართვაში ჩართვასა და ისეთი საკითხების დაგეგმვა–გადაწყვეტაში მონაწილეობას, როგორებიცაა – ტერიტორიის კეთილმოწყობა, გამწვანება, კომუნალური და ნარჩენების მართვა, სკოლამდელი და არაფორმალური განათლება, კულტურა, სპორტი და ა.შ.
როგორ უნდა ჩაერთო თვითმმართველობის საქმიანობაში? საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მექანიზმებს – მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური მექანიზმები.
მოქალაქეთა მონაწილეობის კანონით განსაზღვრული და დამატებითი მექანიზმები: