ციფრული ელჩები

05.09.2024

ზოგიერთი დასახლება საკმაოდ შორს არის მუნიციპალური ცენტრისგან, რაც ურთულებს მოქალაქეებს მიაწვდინონ ხმა ადგილობრივ თვითმმართველობას და მიიღონ მათთვის საჭირო მუნიციპალური სერვისები.

ზაფხულის განმავლობაში, ციფრული ელჩები ჩადიან რეგიონული ცენტრებისგან დაშორებულ სოფლებში და ასწავლიან ადგილობრივ მოსახელობას, თუ როგორ შეუძლიათ მუნიციპალური სერვისების მიღება ელექტრონულად.

ციფრული ელჩები არიან მუნიციპალიტეტებიდან შერჩეული ადამიანები, რომლებიც USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ინოვაციებისა და რეფორმირების ცენტრთან თანამშრომლობით დატრენინგდნენ. მიიღეს შესაბამისი ინფორმაცია.

ელჩები შეირჩნენ 6 მუნიციპალიტეტიდან, კერძოდ ბოლნისიდან, დმანისიდან, მარნეულიდან, ტყიბულიდან, ოზურგეთიდან და ქუთაისიდან. ისინი მოსახლეობას აცნობენ სერვისების პორტალს, მისი მოხმარების წესებს და ეხმარებიან რეგისტრაციასა და სერვისის მოთხოვნის განცხადების წარდგენაში.

სრულად...

წყარო: USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა

სიახლეები