სისტემური ხედვის ტრენინგი მარნეული

17.11.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აგრძელებს სისტემური ხედვის საკითხებზე სწავლებას. 17 ნოემბერს ტრენინგი გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის. აღნიშნული სწავლება, შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ნაწილია, რომელიც ეყრდნობა მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასებას (www.ppmeter.ge).

პროგრამა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დაეხმარება განივითარონ სისტემური ხედვა და შესაძლებლობები მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისათვის და შეძლონ სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების, მათ შორის სამოქმედო გეგმების შემუშავება, რათა გააძლიერონ მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე.

სწავლების პროგრამაში ამჯერად ჩართულები არიან მერიის და საკრებულოს თანამშრომლები და წევრები ოთხი მუნიციპალიტეტიდან – დმანისიდან, ჩოხატაურიდან, მარნეულიდან და ბათუმიდან. იგი მოიცავს სამ მიმართულებას: „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების“ ინსტრუმენტს; დაგეგმვას – სისტემური ხედვის შემუშავებას; სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას.

მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის შესაძლებლობის განვითარების პროგრამას სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში მართავს.

სიახლეები