საქართველოს განვითარების პლატფორმამ დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მიზანია ბათუმის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქუთაისისა და ონის მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის გაუმჯობესება და გაძლიერება.
პროექტი – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ – ხორციელდება აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.