სამირა ბაირამოვა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე

08.09.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ოთხ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, დმანისში, ბათუმსა და ჩოხატაურში დაიწყო მოქალაქეთა მონაწილეობის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვა. ამ მიზნით ჩატარდა ფოკუს–ჯგუფები მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი პროცესების თვითშეფასების საკითხებზე. 

ფოკუს–ჯგუფებში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აქტივისტები, მოქალაქეები. 

ფოკუს–ჯგუფის მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა, გვიზიარებს თავის შეხედულებას ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ და ამ პროცესებში მუნიციპალიტეტის როლზე: 

“ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის ის სისტემა, რომელმაც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, მოსახლეობის ინტერესების მიხედვით უნდა გადაწყვიტოს. პროცესში ორივე მხარის – მოსახლეობის და თვითმმართველობის წარმომადგენლების ინტერესი და მონაწილეობა მაღალი უნდა იყო. 

დღეს, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გვყავს მორიდებული მოქალაქეები და ამავე დროს, სისტემის დონეზე გვაქვს, მოქალაქეების საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის სუსტი მექანიზმები. თუ ხალხს სურს, რომ მათი ინტერესი იყოს გათვალისწინებული, აუცილებელია აქტიურობა და თანამშრომლობა. ეს უპირველესად, სარგებელს ხალხს მოუტანს. დროთა განმავლობაში იცვლება, ზოგ შემთხვევაში მატულობს პრობლემები, ჩნდება ახალი პრიორიტეტები, ამიტომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტს ჰქონდეს შეფასების დოკუმენტი და პოლიტიკა, რაც დაეხმარება პრობლემების უკეთ მოგვარებასა და ბიუჯეტის ეფექტიანად ხარჯვაში. 

მუნიციპალიტეტი შედგება იქ მცხოვრები ხალხისგან და მათი მონაწილეობის გარეშე ეფექტური მართვა შეუძლებელია. მეტი გამჭვირვალობის, ღიაობისა და თანასწორობისთვის მნიშვნელოვანია დაინტერესებული პირების და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების აზრის გათვალისწინება. 

დღეს მარნეულში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს აქვს ის ცოდნა და გამოცდილება, რომ აღწეროს პრობლემა და შესთავაზოს მუნიციპალიტეტს მისი გადაჭრის უკეთესი გზები, მუნიციპალიტეტმა უნდა გამოიყენოს ეს ადამიანური რესურსი ეფექტური მუშაობისთვის. მადლობა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას ჩვენი მუნიციპალიტეტით დაინტერესებისათვის. ასევე, მადლობა, მარნეულის მუნიციპალიტეტს, აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობისთვის. იმედი მაქვს, მონაწილეობის თვითშეფასების პროცესში მიღებულ გამოცდილებას მომავალში, თავის საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებს მუნიციპალიტეტი. "

სიახლეები