ადგილობრივ თვითმმართველობებში მონაწილეობითი მმართველობის ხელშეწყობა

20.06.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) იწყებს ახალ პროექტს –„ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერება“.

პროექტი, USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ნაწილია, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

პროექტის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერება შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ბათუმში, ჩოხატაურში, დმანისსა და მარნეულში.

  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს:
  • სამიზნე მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობას;
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვას;
  • თვითმმართველობის წარმომადგენლების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობას;
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების გაძლიერებას და მყარი კავშირების შექმნას.

პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართება 21-23 ივნისს, ბათუმში, რომელსაც პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და მერიის წარმომადგნელები დაესწრებიან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება, როგორც პროექტის ძირითად მიმართულებებზე¸ ასევე სამომავლო თანამშრომლობასა და გეგმებზე.

სიახლეები