სოფელ მარადისში დასახლების საერთო კრება გაიმართება

09.12.2023

9 დეკემბერს, 12 საათზე, მარნეულის მერის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სოფელ მარადისში დასახლების საერთო კრება ჩატარდება.

კრებაზე განხილული იქნება სოფლის გაუმჯობესების პერსპექტივები ეკოლოგიის, გამწვანების და ნარჩენების მართვის კუთხით.

დასახლების საერთო კრება მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში.დასახლების საერთო კრება USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ტარდება.

#ჩაერთემართვაში

სიახლეები