ახალგაზრდული ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში

29.03.2024

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, გამართა სამდღიანი ტრენინგი, პროექტის, „ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ ფარგლებში შემქნილ მეორე საინიციატივო ჯგუფთან.

ტრენინგებზე განხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები და მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტები, მონაწილეობითი ბიუჯეტირება, ადვოკატირება და ლობირება. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეკეთებინათ პრაქტიკული სავარჯიშოები და წარმოედგინათ პრეზენტაციები განხილულ თემებთან დაკავშირებით.

პროექტი "ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.

სიახლეები