დმანისის მუნიციპალიტეტმა დაიწყო მუშაობა მიუსაფარი ცხოველების მართვის პოლიტიკის შემუშავებაზე, სწორედ ამ მიზნით დაინტერესებულ მოქალაქეებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს გიწვევთ საჯარო კონსულტაციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 21 თებერვალს 12 :00 საათზე ქალაქ დმანისში (მისამართი მოგვიანებით დაზუსტდება).
შეხვედრა წარიმართება, მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს აქტიური მონაწილეობა მიიღონ დისკუსიის პროცესში. მოწვეულ ექსპერტებთან ერთად საშუალება გვექნება ვიმსჯელოთ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარების შესაძლო გზებზე და ერთობლივად შევიმუშაოთ რეკომენდაციები გარემოს გასაუმჯობესებლად.
საჯარო კონსულტაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დმანისის, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, აქტიურ ადამიანებს, ვინც დაინტერესებულია მიუსაფარი ცხოველების საკითხით. მოქალაქეების და ექსპერტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დაეფუძნება მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული პროგრამები.
ჩვენთვის, მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ფართო საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა, ამიტომ დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 19 თებერვლამდე გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/9pbGuA9AyKiZm8ZKA
ღონისძიება ტარდება დმანისის მუნიციპალიტეტის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ქვემო ქართლის „ჩაერთე მართვის“ კლუბის ინიციატივით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.