21 თებერვალს, 12:00 საათზე ქალაქ დმანისში გაიმართება მიუსაფარი ცხოველების მართვის პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე საჯარო კონსულტაცია.
მისამართი: დმანისი, აპრილის ქუჩა N68 ბ, ა(ა)იპ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრი.
ღონისძიება იმართება დმანისის მუნიციპალიტეტის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) „ჩაერთე მართვის“ კლუბის ინიციატივით და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.
საჯარო კონსულტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, მუნიციპალიტეტის, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები.