26-27 ივლისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ინიციატივით, ქალაქ ბათუმის მერიამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2024-27 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა გამართა.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებების განხილვაში 25–მდე მოქალაქე ჩაერთო. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, საჯარო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დისკუსიის ფორმატში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით გამოეთქვათ მოსაზრებები, რეკომენდაციები და გაეკეთებინათ შეფასებები.
ადგილობრივი მოქალაქეების აზრით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდული პროგრამების, ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა და განვითარება. შეხვედრებზე, ასევე, ყურადღება გამახვილა ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსების სიმცირესა და გაზრდის აუცილებლობაზე, ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და ა.შ.
შეხვედრა გაიმართა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.