ბიუჯეტის საჯარო განხილვები

22.11.2023

22 ნოემბერს მარნეულის, დმანისის, ჩოხატაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტებში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები გაიმართა.

შეხვედრებს 150-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა. მუნიციპალიტეტის ძირითად ფინანსურ დოკუმენტზე სამოქალაქო სექტორის მხრიდან 50-ზე მეტი რეკომენდაცია და დაზუსტება იქნა წარდგენილი.

კანონმდებლობის მიხედვით საკრებულო 25 ნოემბრამდე დაუბრუნებს მერიას ბიუჯეტის პროექტს რეკომენდაციებით და შენიშვნებით. მერია 10 დეკემბრამდე ვალდებულია განიხილოს ის და წარადგინოს კორექტირებული ან იგივე ვერსია საკრებულოს დასამტკიცებლად. მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე საკრებულომ უნდა დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი.

საჯარო განხილვები ჩატარდა მუნიციპალიტეტების მიერ USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.

სიახლეები