15 ნოემბერს მერია საკრებულოს წარუდგენს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას განსახილველად.
საკრებულო ვალდებულია 5 კალენდრული დღის ვადაში (21 ნოემბრამდე) გამოაქვეყნოს ბიუჯეტი საჯარო განხილვისთვის და ასევე 25 ნოემბრამდე ჩაატაროს საჯარო განხილვა და დაუბრუნოს რეკომენდაციებით მერიას.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დიდწილად მოქალაქეების გადასახადებით ივსება. შესაბამისად, მოქალაქის პირდაპირი უფლებაა გადაწყვიტოს რა საკითხების მოგვარებისთვის უნდა დაიხარჯოს მოქალაქეების გადასახადებით შევსებული ბიუჯეტი.
შენ უფლება გაქვს ჩაერთო ბიუჯეტის საჯარო განხილვაში:
- წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწრო საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს;
- დასვა შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთო განმარტება, განცხადება, ინფორმაცია ან მიმართვა;
- დაესწრო საჯარო განხილვებს და წარადგინო ზეპირი თუ წერილობით რეკომენდაციები და წინადადებები.
საჯარო შეხვედრების ზუსტი თარიღები მუნიციპალიტეტის გვერდზე გამოქვეყნდებაიყავი აქტიური! ჩაერთე ბიუჯეტის დაგეგმვაში!