ჩაერთე მართვაში

06.11.2023

ჩაერთე მართვაში – საინფორმაციო კამპანიაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ინფორმირებას, რათა მათ:

  • აქტიურად მიიღონ მონაწილეობა, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • აქტიური მონაწილეობით გააძლიერონ ადგილობრივი მმართველობა;
  • აქტიურად გაეცნონ მონაწილეობის სხვადასხვა ინსტრუმენტებს.

კამპანია ნაწილია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) და USAID –ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პროექტის, რომლის მიზანია ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი მმართველობის გაძლიერება.

თვალი გვადევნეთ და გაეცანით საგანმანათლებლო, საინფორმაციო მასალებს სოციალურ ქსელებში კამპანიის სახით, სულ მალე ვებ–გვერდზე – უამრავი სასარგებლო რესურსის სახით და, რა თქმა უნდა, ჩვენ თქვენთან შეხვედრებსაც ვგეგმავთ.

არ გამოგრჩეს, გაიგე მეტი და ჩაერთე შენი თემის, სოფლის, ქალაქის მართვაში!

სიახლეები