ჩოხატაურის კლუბის წევრების ამბავი

05.06.2024

მეგობრები ანასტასია გაბრიჭიძე, მარიამ ოსეფაიშვილი  ჩოხატაურის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.  მათ „ჩაერთე მართვის“ კლუბში, შექმნის პირველივე დღიდან, გადაწყვიტეს  გაწევრიანება, რადგან თვლიან, რომ მოქალაქეებმა ყველაზე უკეთ იციან რა აწუხებთ, ან რა პრობლემებია იმ თემის, სოფელის თუ ქალაქის წინაშე, სადაც ცხოვრობენ.

ანასტასია და მარიამი ამბობენ, რომ მოქალაქეთა აქტიურობა მნიშვნელოვანია, რადგან პროცესი აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბების გარდა, პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობას იძლევა.  მოკლედ რომ ვთქვათ, ანასტასიამ და მარიამმა გადაწყვიტეს, რომ უფლებების, მონაწილეობის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის და ცოდნის მიღების პარალელურად, მონაწილეობა მიეღოთ მათ პრაქტიკულ განხორციელებაში, ამ მიზნით ჩოხატაურის „ჩაერთე მართვის“ კლუბის ყველა აქტივობაში, ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

მეგობრები გვიზიარებენ იდეას, რომლის განხორციელებისთვის უკვე დაიწყეს სვლა – ახალგაზრდული სივრცის შექმნა.

„ჩვენს სოფელში გვინდა მოვაწყოთ ახალგაზრდული სივრცე. ასეთი სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის იძლევა უსაფრთხო და პროდუქტიულ გარემოს, რათა ბავშვებმა და მოზარდებმა იქ გაატარონ თავისუფალი დრო. ამავე დროს ასეთ სივრცეებს შეუძლიათ სწავლის, კრეტიულობისა და პიროვნული განვითარების ადგილად იქცეს. სპორტული, სახელოვნებო აქტივობები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდების განვითარების კარგი საშუალებაა, საშუალებაა ახალი ურთიერთობების და ერთობლივი საქმიანობის წამოწყების“.

კლუბი „ჩაერთე მართვაში“ საქართველოს 4 რეგიონში ფუნქციონირებს. კლუბები შეიქმნა კამპანიის „ჩაერთე მართვის“ ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორცილებს. 

სიახლეები