სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), USAID – ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას ონლაინ კურსზე საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის.
კურსი განკუთვნილია:
• საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის;• სტუდენტებისთვის;• პროფესიული სასწავლებლებისთვის;• ბიზნესს ასოციაციებისთვის;• საინიციატივო ჯგუფებისთვის;• სამოქალაქო აქტივისტებისთვის;
კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მისცეს აიმაღლონ ცოდნა და კომპეტენცია ადგილობრივი თვითმმართველობის არსის, მისი ფუნქციონირების პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ, გაიგონ ამ პროცესში რა მნიშვნელობა და გავლენა აქვს საზოგადოებრივ მონაწილეობას და სამოქალაქო ჩართულობას, გაეცნონ მონაწილეობის ფორმალურ მექანიზმებს და მათ პრაქტიკაში გამოყენებას.
კურსის მონაწილეები შეისწავლიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა მონაწილე მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხებს, როგორ უნდა დაგეგმონ და განახორციელონ მონაწილეობითი პროცესი და მოახდინონ ადგილობრივი საჭიროებების ადვოკატირება.
სწავლა წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში და გაგრძელდება 1 თვის განმავლობაში. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ვიდეო ლექციები, ასევე ინტერაქტიული ონლაინ ლექციები Zoom პლატფორმის საშუალებით, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეებს თავად შეუძლიათ დროის გადანაწილება. კურსზე სწავლა დაიწყება სექტემბერში.
კურსის ხელმძღვანელია ლიზი სოფრომაძე GIPA-ს ლექტორი, რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების შვედეთის ასოციაციის (SALAR International – A part of the Swedish Association of Local Authorities and Regions) უფროსი ეროვნული კოორდინატორი. ლიზის აქვს ადგილობრივ თვითმმართველობებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის არის დარგის ექსპერტი და შემუშავებული აქვს არაერთი სახელმძღვანელო თუ პუბლიკაცია.
კურსზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.
აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული: https://forms.gle
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო, 2023 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი