დასახლების საერთო კრება საკაოს თემში
04.07.2024
2024 წლის 3 ივლისს, საკაოს სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო საკაოს თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო კრების მოდელი ითვალისწინებს საკაოსა (ონის მუნიციპალიტეტი) და ცუცხვათის (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) მოსახლეობის მონაწილეობას ბიუჯეტირების პროცესში. დასახლების საერთო კრებაზე, საკაოს თემში რეგისტრირებული ამომრჩევლის 20% მონაწილეობდა.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წინ წამოეწიათ დასახლებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პრობლემები და კენჭისყრის წესით მოეხდინათ მათთვის 3 ყველაზე პრიორიტეტული პრობლემის გამოვლენა.
სრულად...