დასრულდა ტრენინგების ციკლი საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის

12.09.2023

8 და 11 სექტემბერს დმანისსა და მარნეულში გაიმართა ტრენინგები. იგი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა გაძლიერების ტრენინგ–პროგრამის მეორე მოდულის ფარგლებში ჩატარდა. რითაც დასრულდა მეორე მოდულის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები. შეგახსენებთ, რომ 1 და 5 სექტემბერს აღნიშნული ტრენინგები გაიმართა ჩოხატაურსა და ბათუმში.

ოთხი მუნიციპალიტეტის 78 წარმომადგენელმა, ტრენინგის ფარგლებში, გაიარეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: საკრებულოს ძირითადი უფლებამოსილებები, საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულება და ამომრჩეველთან კომუნიკაცია, საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების ინოვაციური მექანიზმები. ტრენინგებს უძღვებოდა კოკა კიღურაძე.

ტრენინგებს ორგანიზებას უწევდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.

სიახლეები