8 თებერვალს, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში დევნილთა ჩართულობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ დევნილი და მასპინძელი მუნიციპალიტეტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დევნილთა სათემო საბჭოს წევრებმა, თვითმმართველობების წარმომადგენლებმა და სფეროს ექსპერტებმა ერთობლივად განიხილეს მოქალაქეთა ჩართულობის არსებულ მექანიზმებში დევნილთა მონაწილეობის გაზრდის შესაძლებლობები.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი, ესტონეთის ლტოლვილთა საბჭოსთან თანამშრომლობით და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის (ESTDEV) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროგრამას “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება - დევნილთა და ლტოლვილთა ხმა საქართველოში”.
წყარო: მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი