ერთობლივი საინფორმაციო აქცია

14.03.2024

13 მარტს, „ჩაერთე მართვაში“ კლუბის წევრებმა, მარნეულის მე-3 საჯარო სკოლის სამოქალაქო და ეკო კლუბის წევრებთან თანამშრომლობით, მარნეულში საინფორმაციო აქცია გამართეს. აქტივობა ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში სამოქალაქო და ეკო კლუბის წევრებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა,  ხოლო მეორე ნაწილის ფარგლებში ახალგაზრდებმა, პროექტის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ბროშურები მარნეულის მოსახეობას დაურიგეს.

აქტივობის ბოლოს, მე-3 საჯარო სკოლის სამოქალაქო და ეკო კლუბის წევრები და ჩაერთე მართვაში კლუბის წევრები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრები იმართება „ჩაერთე მართვის“ კლუბის ინიციატივით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. 

სიახლეები