14 ივნისს თბილისში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში გამართა ფორუმი - „სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოს გაძლიერება - გამოცდილების გაზიარება და სამომავლო პერსპექტივები“.
ფორუმის მიზანი იყო შეექმნა დიალოგის სივრცე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს შესახებ მსჯელობისთვის. ამასთან წარიმართა დისკუსია არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარამომადგენელმა ლევან ფანიაშვილმა და ღია სივრცე კავკასიის ხელმძღვანელმა ირმა პავლიაშვილმა ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ ახალი კანონზე, რა გავლენას ახდეს სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოზე და რა შეიძლება იყოს საზოგადოებირივი ორგანიზაციების სამომავლო ნაბიჯები.
ფორუმზე, ასევე გაზიარდა პროექტის – „სამოქალაქო ჩართულობისა და მონაწილეობითი მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობებში“ – ფარგლებში შექმნილი სასარგებლო რესურსები, საუკეთესო პრაქტიკები და მიღებული გამოცდილება და შედეგები, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 1 წლის განმავლობაში განახორციელა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.
ფორუმში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აქტივისტები და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.