USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, შედგა “მოქალაქეთა ასამბლეის” პირველი შეხვედრა ოზურგეთში, რომელზეც ასამბლეის წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტში მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებული პრობლემები.
ასამბლეის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები სფეროს ექსპერტებისთვის და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაეწყოთ მუშაობა რეკომენდაციებზე. მოქალაქეთა ასამბლეა სათათბირო დემოკრატიის ფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, შეისწავლონ და ასამბლეის წევრებთან ერთად განიხილონ კონკრეტული საკითხი და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთონ.
ნახეთ ვიდეო, სადაც მონაწილეები ოზურგეთიდან გვიყვებიან გამოცდილებაზე
წყარო: აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვითმმართველობის პროგრამა