საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა „საკრებულოს მიერ ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობაზე ზედამხედველობის გზამკვლევს“. დოკუმენტი საიამ „ეგერია სოლუშენთან“ ერთად, USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მოამზადა.
გზამკვლევის მიზანია დაინტერესებულ პირებს გააცნოს მუნიციპალურ დონეზე ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მიერ აღმასრულებელი ორგანოს - მერის საქმიანობაზე ზედამხედველობის მექანიზმები და შესაბამისი პროცედურები.
სახელმძღვანელო შესაძლებლობას აძლევს წარმომადგენლობით ორგანოს, თანმიმდევრულად და ეფექტიანად დანერგოს და განავითაროს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საზედამხედველო მექანიზმები.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია