კვლევის პრეზენტაცია

19.12.2023

14 დეკემბერს, გაიმართა ადგილობრივი მმართველობისა და სერვისების მიმართ მოქალაქეთა და ბიზნესის დამოკიდებულებების კვლევის პრეზენტაცია.

კვლევის წარდგენის პარალელურად გაიმართა დისკუსია, ღონისძიების ფარგლებში, ექსპერტებმა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სიღრმისეულად გაანალიზეს კვლევის შედეგები სამი პარალელური სესიის მეშვეობით - კმაყოფილება, ხელმისაწვდომობა, ხარისხი: მუნიციპალური სერვისების მიწოდების რეფორმა; დიალოგი განვითარებისთვის: თანამშრომლობის ხელშეწყობა ადგილობრივი ბიზნესის ეკოსისტემაში; და ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა მრავალფეროვანი საზოგადოების პერსპექტივიდან.

კვლევა ჩატარდა კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ მიერ, UშAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორ მუნიციპალიტეტებში: ბათუმში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ქუთაისში, ტყიბულში, ონში, ლენტეხში, მესტიაში, ბოლნისში, რუსთავში, მარნეულსა და დმანისში.

სიახლეები