მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობა

20.09.2023

მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი პროცესების თვითშეფასების ფოკუს–ჯგუფის მონაწილე, „დმანისის თემთა განვითარების ცენტრის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი, 2021–22 წლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრი, ბინნათ ისკანდაროვი გვიზიარებს თავის შეხედულებებს მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობაზე.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და ფუნქცია ისაა, რომ მოსახლეობის მონაწილეობით ეფექტიანად და სამართლიანად წარიმართოს რესურსები ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. მონაწილეობითი მექანიზმების გამოყენების პრაქტიკა კი ხელს შეუწყობს, რომ თვითმმართველობის საქმიანობა უფრო ღია და გამჭვირვალე გახდეს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის უკეთესი კომუნიკაცია შედგეს და ნდობა გაიზარდოს. 

მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი პერიოდულად აფასებდეს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკას. დროის სხვადასხვა მონაკვეთში შესაძლოა, განსხვავებულ გამოწვევასთან გვქონდეს საქმე, რამაც ხელი შეუშალოს მონაწილეობის მექანიზმების ეფექტურ მუშაობას. მუნიციპალიტეტს ასეთი შეფასება, საშუალებას მისცემს დროულად აღმოფხვრას პრობლემა და შეძლოს ეფექტური და ინკლუზიური მუშაობა. 

მუნიციპალიტეტმა უნდა მოისმინოს მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წუხილები იმ ბარიერებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებსაც ისინი მონაწილეობის მექანიზმების გამოყენების დროს აწყდებიან. მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ პრობლემის განსაზღვრა, გადაწყვეტის გზების მოძიება. 

მადლობა USAID–ის თვითმმართველობის პროგრამას, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს (CSI) პროგრამაში დმანისის მუნიციპალიტეტის მონაწილეობისთვის და თავის მხრივ, დმანისის მუნიციპალიტეტს მონაწილეობის მზაობისთვის. ვიმედოვნებ, რომ დმანისის მუნიციპალიტეტი თავის საქმიანობაში გაითვალისწინებს თვითშეფასების პროცესიდან მიღებულ ინფორმაციას“. 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ოთხ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, დმანისში, ბათუმსა და ჩოხატაურში ახორციელებს მოქალაქეთა მონაწილეობის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვას სწორედ ამ მიზნით ჩატარდა აღნიშნული ფოკუს ჯგუფები, რომელშიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აქტივისტები, მოქალაქეები.

სიახლეები