მოქალაქეთა მონაწილეობის სტრატეგია

29.01.2024

მოქალაქეთა მონაწილეობის სტრატეგიის შემუშავებისთვის, 26 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა. იგი, ევროპის საბჭოს მიერ შექმნილი  ინვოაციური მეთოდოლოგიის - სამოქალაქო ლაბორატორიის (Civiclab) მექანიზმის გამოყენებით წარიმართა.  

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მონაწილეობის სტრატეგიისთვის საჭირო წინადადებებზე ერთობლივად იმუშავეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა –  სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო სექტორის, საგანმანათლებლო, ბიზნეს და მედია სფეროს წარმომადგენლებმა. შეხვედრის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები და აქტივობები სტრატეგიის 4 მიმართულებით: ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ზედამხედველობის, მუნიციპალური სერვისებისა და მოაქალქეთა მოტივაციის გაზრდის კუთხით.

შეხვედრა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით გაიმართა.

სიახლეები