ხშირად გაიგებთ „მოქალაქეთა მონაწილეობა“, „ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვა“, „თემის, სოფლის, ქალაქის თუ დასახლების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა“...
ეს არის ნაბიჯებიც, უფლებებიც და პასუხისმგებლობაც, რაც თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს:
- გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებებზე
- მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის განხილვებში
- ჩაერთოს საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში და ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში და ა.შ.
თუმცა როგორ? რა გზები არსებობს ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში მოქალაქეთა მონაწილეობის? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება და გამოცდილება
#ჩაერთემართვაში