რატომ არის მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

28.02.2024

პლატფორმა "კომენტარი" აქვეყნებს პუბლიკაციას – რატომ არის მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

ადგილობრივ დონეზე მართვის პროცესში საზოგადოების ჩართულობს ორი სარგები აქვს: ის მუნიციპალიტეტის საქმიანობს ეფექტიანობას ამაღლებთან ერთად, სახალხო საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოების უწყობს ხელს. 

"პოლიტიკური მონაწილეობა მხოლოდ პასიურ და აქტიურ საარჩევნო უფლებას არ ნიშნავს. ესაა ფართო კონცეფცია, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლების ხალხის მიერ განხორციელებას და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალო ჩართულობას გულისხმობს. ეს პროცესი საჯარო ადმინისტრირების ყველა სფეროს და დონეს მოიცავს, ვრცელდება როგორც პოლიტიკის ფორმირების, ასევე მისი აღსრულების პროცესზე. მონაწილეობა მოქალაქეთათვის არის შესაძლებლობა, „აიძულოს“ ხელისუფლება, გაატაროს მათთვის ხელსაყრელი პოლიტიკა.

ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან მათ ყოფაზე, უპირველესად, ლოკალურად არსებული კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ახდენს გავლენას. ამდენად, კეთილდღეობასა და ინტეგრაციაზე ზრუნვა სახელმწიფომ სწორედ ადგილობრივი დონიდან უნდა დაიწყოს".

პუბლიკაცია... 

ავტორები: თამარ გვასალია, ვახუშტი მენაბდე

წყარო: პლატფორმა "კომენტარი"

 

სიახლეები