14-16 თებერვალს, „თანამონაწილოებისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ჩართულობით, მართავს საინფორმაციო შეხვედრებს „სამოქალაქო პიკნიკების“ ფორმატში. „სამოქალაქო პიკნიკები“ იმართება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ჩართულობით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემის - მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხის გადასაჭრელად ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების შემუშავება „მოქალაქეთა ასამბლეას“ მოწვევის გზით.
წყარო: სიპისი-თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი