საინფორმაციო შეხვედრა ცუცხვათის თემის მაცხოვრებლებისთვის

07.03.2024

6 მარტს, ცუცხვათის სკოლის სააქტო დარბაზში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 შეხვედრის მიზანია ცუცხვათის თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა. 

პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ მიზანია ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორ თემში (საკაო და ცუცხვათი) არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობით და სოფლის თემის აქტიური ჩართულობით. 

პროექტი „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ფონდ აფხაზინტერკონტთან ერთად ახორციელებს. 

სრულად... 

წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

სიახლეები