სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) სამოქალაქო მონიტორინგის ონლაინ კურსზე სწავლა დაიწყო და პირველ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩატარდა. კურსს უძღვება ირაკლი მელაშვილი. კურსის მიზანი არის მონაწილეებმა ისწავლონ სამოქალაქო მონიტორინგის კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება.
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა სასწავლო პროცესის და კურსის მონაწილეების გაცნობაზე. სამოქალაქო მონიტორინგის კურსზე 248 აპლიკაცია შემოვიდა, ხოლო კურსზე ჩაირიცხა 112 მათგანი. კურსის მონაწილეები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან.
კურსი ხორციელდება USAID-ს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.