ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ბათუმის, ლენტეხის, ხარაგაულის და ხონის მაცხოვრებლებს აძლევს შესაძლებლობს შეავსონ კითხვარი და ჩაერთონ თემის განვითარებაშიდა მიიღონ მონაწილეობა მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალო ვადიანტ სტრატეგიისა Და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
დოკუმენტი განსაზღვრავს იმ მიზნებს და ამოცანებს, რომლის მისაღწევად იმუშავებს ადგილობრივი ხელისუფლება და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების კურსს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
წლის დასაწყისში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორმა მუნიციპალიტეტებმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან GEC Consulting და PMCG - Policy and Management Consulting Group ერთად, დაიწყეს მუშაობა მუნიციპალური განვითარების საშუალო ვადიანი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მოსამზადებლად. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, დოკუმენტებზე მუშაობის ერთობლივი პროცესის ნაწილია.
წყარო: USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა