„ჩაერთე მართვის“ ბათუმის კლუბის მონაწილეები აგრძელებენ ადვოკატირების კამპანიას. ამ მიზნით, მარტის მეორე ნახევარში, მათ სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს.
კლუბის მონაწილეთა ნაწილმა, მონაწილეობითი მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ადგილობრივი საჭიროებების მოკვლევის მიზნით, ბათუმის სტუდენტებსა და მუსლიმური თემის წარმამადგენლებთან შეხვედრები გამართეს.
ახალგაზრდების ნაწილი კი ბათუმის ქუჩის ადაპტირებისა და ხელმისაწვდომობის საკითხზე მონიტორინგს აგრძელებენ.
„ჩაერთე მართვის“ კლუბის წევრების ადვოკატირების კამპანიის მიზანია შედეგებზე დაყრდნობით სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და წარდგენა.
კლუბი „ჩაერთე მართვაში“ საქართველოს 4 რეგიონში ფუნქციონირებს. კლუბები შეიქმნა კამპანიის „ჩაერთე მართვის“ ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.