სოფელ გლოლაში დასახლების საერთო კრება გაიმართა

04.08.2024

სოფელ გლოლაში დასახლების საერთო კრება გაიმართა.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში 28 ივლისს დასახლების საერთო კრება გაიმართა. საერთო კრებამ შემდეგ საკითხებზე იმსჯელა:

  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონიტორინგის ანგარიში;
  • სოფლისთვის პრიორიტეტულ საკითხების შერჩევა
  • კენჭისყრა სოფლისთვის პრიორიტეტული საკითხის გამოსავლენად

დასახლების საერთო კრება, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქეთა თვითორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა.სოფელ გლოლის დასახლების საერთო კრებაზე გამოიკვეთა სამი პრიორიტეტული პრობლემა:

  • გლოლის როგორც ტურისტული ლოკაციის პოპულარიზაცია და ფესტივალის მოწყობა;
  • საბავშვო სკვერის მოწყობა გორისბოლოს;
  • სარიტუალო სახლის აშენება.

პროექტი USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პროექტის - „ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგის“ ფარგლებში ხორციელდება.

წყარო: რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა

სიახლეები