სწავლება აქტიურად გრძელდება

05.03.2024

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) „ადგილობრივი თვითმმართველობის და მოქალაქეთა მონაწილეობის“ ონლაინ კურსზე სწავლა წარმატებით მიმდინარეობს.

4 მარტს ZOOM პლატფორმაზე ჩატარდა შუალედური სადისკუსიო შეხვედრა კურსის ერთ-ერთ ლექტორთან ლიზა სოფრომაძესთან. შეხვედრის თემატიკა იყო მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პრინციპები და მონაწილეობითი პროცესების დაგეგმვა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისი მუნიციპალიტეტის გამოცდილება გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის, ასევე ლექტორისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.

ონლაინ პროგრამაზე ჩარიცხულია 32 მუნიციპალიტეტის 128 წარმომადგენელი, მათ შორის არიან მერიის, საკრებულოს და მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები.

კურსზე სწავლა სრულად დაფინანსებულია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მიერ.

სიახლეები