ღია კარის დღე – მოქალაქეთა მონაწილეობა და თვითმმართველობა

13.11.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, 10 ნოემბერს, გაიმართა „ღია კარის დღე – მოქალაქეთა მონაწილეობა და თვითმმართველობა“.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში რა გზები, ინსტრუმენტები არსებობს, რათა მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ მართვაში. ასევე, როგორია ამ კუთხით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამკვიდრებული პრაქტიკა.

შეხვედრისას, „ბიუჯეტისა და მონაწილეობის“, „ახალგაზრდობის მონაწილეობის“ თემატიკის ფარგლებში, შეუშავდა რეკომენდაციები, რომელიც მიეწოდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით.

სიახლეები