ტრენინგები სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე

22.12.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვისა და წევრებისთვის გამართა ტრენინგი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე.

აღნიშნული სწავლება, შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ნაწილია, რომელიც ეყრდნობა მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასებას (www.ppmeter.ge). ტრენერმა ლიზი სოფრომაძემ აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია იმ სტანდარტებისა და კომპონენტების შესახებ, რომელიც სამთავრობო დადგენილებებისა და საერთაშორისო გამოცდილებებით სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შექმნისთვის გამოიყენება.

აღნიშნული პროგრამა დაეხმარება მუნიციპალიტეტებს შეიმუშაონ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის შესაძლებლობის განვითარების პროგრამას სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში მართავს.

სიახლეები