საია აგრძელებს საჯარო ინსტიტუტების დემოკრატიული გზით განვითარების ხელშეწყობას. ამ მიზნით საიამ ივნისის თვეში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრები გამართა. შეხვედრის თემა საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციას და მუნიციპალიტეტის განვითარებაში მის მნიშვნელობას ეხებოდა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კონტროლის მექანიზმების სამართლებრივ და პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშრებით, როგორ უნდა ჩაერთოს მოქალაქე ამ პროცესში, რა ინსტრუმენტები არსებობს და რა გავლენას ახდენს მათი აქტიურობა საჯარო მმართველობის გაძლიერებაზე.
შეხვედრები ჩატარდა ბათუმში, ზუგდიდში, მესტიაში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში. შეხვედრებს ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები, მეწარმეები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები. მონაწილეები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას მუნიციპალიტეტთან ურთიერთობის დროს და რა წუხილები და გამოწვევები არსებობდა ადგილობრივ დონეზე.
საია კვლავ ჩაატარებს მსგავს შეხვედრებს საზოგადოებასთან დემოკრატიული პროცესების და ინსტიტუტების გაუმჯობესების მიზნით.
წყარო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია