კლუბის წევრთა შეხვედრა

22.01.2024

21 იანვარს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI)  „ჩაერთე მართვის“ მარნეულის და დმანისის კლუბის წევრებთან გამართა შეხვდრა. კლუბის წევრები სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადგილობრივები არიან, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, თავიანთი მონაწილეობით, ხელი შეუწყონ ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესებს. 

შეხვედრაზე ისაუბრეს კლუბის როლზე მოქალაქეთა მონაწილეობის, საგანმანათლებლო–საინფორმაციო კამპანიების, ადგილობრივი ინიციატივების შემუშვების, მონაწილეობის მექანიზმების პოპულარიზაციისა და პრაქტიკაში განხორციელების კუთხით. ამ საკითხებზე კლუბის წევრები 2 თვის განმავლობაში იმუშავებენ.

ქვემო ქართლში, კამპანიის „ჩაერთე მართვაში“ – პარტნიორია „სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრი“.

25 იანვარს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ჩოხაუტრის კლუბის წევრებთან გამართავს შეხვედრას, 29 იანვარს კი – ბათუმის კლუბის წევრებთან.

შეგახსენებთ, რომ კლუბში 100–ზე მეტი მოხალისეა გაერთიანებული მარნეულის, დმანისის, ჩოხატაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტებიდან.

კამპანიას „ჩაერთე მართვაში“ ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.

სიახლეები