„ჩაერთე მართვის“ კლუბის წევრები საინფორმაციო კამპანიას აგრძელებენ

29.03.2024

კლუბის წევრები  „ჩაერთე მართვაში - თვითმმართველობა შენი უფლებაა" საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

საინფორმაციო შეხვედრები მარნეულის პროფესიულ სოფელ კიზიაჯილოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან 5 და 25 მარტს გაიმართა.  

შეხვედრებს სამუშაო ფორმატი ჰქონდა და მას ახალგარზდები და ისევე თემის სხვა წევრები ესწრებოდნენ.  მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია და პასუხები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და მისი ფორმების შესახებ. ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე  და მათი გადაჭრის გზებზე. 

შეხვედრების შედეგად გამოვლენილი ინიციატივებს წარუდგენენ ადგილობრივ ხელისუფლებას განსახილველად და რეაგირებისთვის. ასევე შეხვედრებსი შედეგად ჩაერთე მართვაში მარნეულის კლუბის წევრების მხარდაჭერით აღნიშნულ სკოლაშო სამოქალაქო და ეკო კლუბი დაარსდა.

შეხვედრები იმართება მარნეულის „ჩაერთე მართვის“ კლუბის ინიციატივით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით

სიახლეები