კლუბის წევრები „ჩაერთე მართვაში - თვითმმართველობა შენი უფლებაა" საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. საინფორმაციო შეხვედრები მარნეულის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ 11 მარტს და „მარნეულის“ კოლეჯში 14 მარტს ჩატარდა.
შეხვედრებს სამუშაო ფორმატი ჰქონდა, მას სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია და პასუხები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და მისი ფორმების შესახებ. ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრების შედეგად გამოვლენილი ინიციატივებს წარუდგენენ ადგილობრივ ხელისუფლებას განსახილველად და რეაგირებისთვის.
შეხვედრები იმართება მარნეულის „ჩაერთე მართვის“ კლუბის ინიციატივით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით