14 თებერვალს მარნეულში გაიმართა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის ტრენინგი სისტემური ხედვისა და სტრატეგიული დაგეგმარების შესახებ, რომელსაც ექსპერტი ლიზი სოფრომაძე უძღვებოდა.
მანამდე ტრენინგების კურსი გაიმართა დმანისში, ჩოხატაურსა და ბათუმში, რომელშიც საკრებულოს და მერიის 100–ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
აღნიშნული ტრენინგი, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ნაწილია, რომელიც მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასებას (www.ppmeter.ge) ეყრდნობა. დამსწრე აუდიტორიამ მიიღო ინფორმაცია იმ სტანდარტების შესახებ, რომელიც სამთავრობო დადგენილებების, სამოქმედო გეგმების, ასევე სტრატეგიული დოკუმენტების შექმნისთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო.
მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის შესაძლებლობის განვითარების პროგრამა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში გამართა.