სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ადგილობრივი თვითმმართველობის და მოქალაქეთა მონაწილეობის ონლაინ სასწავლო პროგრამის I მოდულის მონაწილეებისთვის, 15 მარტს, გაიმართა დისკუსიის ფორმატის, კიდევ ერთი, შეხვედრა ZOOM პლატფორმის საშუალებით.
შეხვედრის თემატიკა იყო საჭიროებების კვლევის მეთოდები და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის გამჭირვალობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფორმები და სტანდარტები. შეხვედრა პროგრამის ლექტორებთან მარიამ კობალაძესთან და ლევან ფანიაშვილთან ერთად წარიმართა. შესაბამისად, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.
ონლაინ პროგრამაზე ჩარიცხულია 32 მუნიციპალიტეტის 128 წარმომადგენელი, მათ შორის არიან მერიის, საკრებულოს და მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები. პროგრამის I მოდულზე სწავლა 18 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი II მოდულზე დაიწყება.
კურსზე სწავლა სრულად დაფინანსებულია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მიერ.