გამოცდილების გაზიარებისთვის ვიზიტები არასამთავრობო ორგანიზაციებში

05.06.2024

30 მაისს, „ჩაერთე მართვის“ კლუბის წევრები და ონლაინ პლატფორმის წარმატებული სტუდენტები არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, პროგრამების და რესურსების გაცნობის მიზნით, 5 არასამთავრობო ორგანიზაციას სტუმრობდნენ.

ვიზიტი გაიმართა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ორგანიზებით.  აღნიშნულ აქტივობაში ჩართული იყო 20 მონაწილე ბათუმის, ქობულეთის, ჩოხატაურის, მესტიის, ქუთაისის, სიღნაღის, მარნეულის, ბოლნისის და დმანისის  მუნიციპალიტეტებიდან.

პროგრამის მონაწილეები თბილისის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ეწვივნენ, ინფორმაცია მიიღეს მათ პროგრამების და საქმიანობის შესახებ, ასევე იმსჯელეს შესაძლო თანამშრომლობის გზებზე და ახალი ინიციატივების განხორციელებაზე. აღნიშნულ აქტივობაში ხუთი მასპინძელი ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას: საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), „კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN)“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)”, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)“ და “ორბელიანი მეტი”. მასპინძელმა ორგანიზაციებმა მონაწილეებს გააცნეს საკუთარი საქმიანობა და გამოცდილება გაუზიარეს ისეთი მიმართულებები როგორებიცაა:  თემის განვითარება, ქრაუდფანდინგი, სოციალური მეწარმეობა, ახალგაზრდული პროგრამები, აქტივიზმი,  გარემოს დაცვა, არჩევნები, სამოქალაქო მონიტორინგი, ადამიანის უფლებები, ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) მადლობას უხდის მასპინძელ ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის და პროდუქტიული შეხვედრების ჩატარებისთვის. აღნიშნულ ორგანიზაციებში ვიზიტი ღირებული და სასარგებლო გამოცდილება იყო პროგრამის მონაწილეებისთვის.

სიახლეები