კახეთის რეგიონის მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობას, რათა პირადად გაცნობოდნენ წყლის რესურსების მართვის საკითხებს, როგორიცაა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება და წყლის მართვის არსებული პრაქტიკა.
ადგილზე ვიზიტის შემდეგ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამხრეთ კავკასიის წყლის მართვის რეგიონული პროგრამების ექსპერტებმა გააკეთეს პრეზენტაციები USAID-ის პროგრამების აქტივობების შესახებ ბუნებრივი რესურსების მართვისა და ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერის მიმართულებით.
წყარო: USAID–ის ეკონომიკური განვითარების პროგრამა