16-19 თებერვალს ბათუმისა და ჩოხატაურის “ჩაერთე მართვის” კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. კლუბის მიზანია მონაწილეობითი მიდგომით, ხელი შეუწყონ ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესების გაუმჯობესებას.
კლუბის ფარგლებში, მონაწილეებმა შეიმუშავეს ადგილობრივ განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივები, მათ შორის, ადგილობრივი საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით რეკომენდაციების შემუშავება და თვითმმართველობის ორგანოებისთვის წარდგენა; საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოქალაქეებთან მონაწილეობითი მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით; გარემოს დაცვა; ახალგაზრდული სივრცის მოწყობა და სხვა.
კლუბი შეიქმნა კამპანიის „ჩაერთე მართვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.