მოქალაქეთა ინფორმირება

20.03.2024

18 მარტს, ბათუმის „ჩაერთე მართვის“ კლუბის ფარგლებში მონაწილეებმა საინფორმაციო ბროშურების გავრცელების აქცია გამართეს. აქციის მიზანი, ადგილობრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მექანიზმების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება იყო.

კლუბი „ჩაერთე მართვაში“ საქართველოს 4 რეგიონში ფუნქციონირებს. კლუბები შეიქმნა კამპანიის „ჩაერთე მართვის“ ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. 

სიახლეები