მოქალაქეთა მონაწილეობის კარგი პრაქტიკების ინტერმუნიციპალური გამოცდილების გაზიარება

22.04.2024

17 და 19 აპრილს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა მონაწილეობის წარმატებული პრაქტიკების გაზიარების მიზნით გაიმართა ინტერმუნიციპალური გამოცდილების სამუშაო შეხვედრები ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებში. ბათუმის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხოლო დმანისის და მარნეულის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტში.

მოქალაქეთა მონაწილეობის თვითშეფასება (ბენჩმარკინგი), დასახლების საერთო კრების ინოვაციური მიდგომები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, ახალგაზრდული საბჭოები და ინიციატივების მხარდაჭერა, მონაწილეობით ბიუჯეტირება, მწვანე ბიუჯეტი, მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამა,  ეს იმ საკითხები ნაწილია, რაზეს მონაწილეებმა იმსჯელეს. შეხვედრების ბოლოს მუნიციპლაიტეტებმა გამოკვეთეს საერთო საკითხები, რაზეც გააგრძელებენ თანამშრომლობას.

სიახლეები